×
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • მისია
  • პრესა
  • მენიუ 2024
  • პარტნიორები
  • ბლოგი
  • კონტაქტი
  • oda
     
    აპოკრიფული სადღეგრძელოები, პუბლიკა
    კეთილი და პატიოსანი. ყველანი ავღელდით იმის აღმოჩენით, რომ ცივილიზაციის უმთავრესი მიღწევა არა კოსმოსური ხომალდები და დიდი გამოგონებები, არამედ ქართული სუფრა ყოფილა. მართლაც, ამაზე საამოს რას მოისმენდნენ მამაკაცები, რომლებიც ამ საახალწლოდ, ერთი ახირებული მწერლისა არ იყოს, კოლექტიურად განეფინნენ მამულის კვამლში – მთელი  გულით, გონებითა და ნაღველით. კვამლში რა?! ოხშივარში. მართალია, ქალები კარგად ვერ მივხვდით, შეიძლებოდა თუ არა ეს უგზო-უკვლოდ სასიხარულო ამბავი კომპლიმენტად მიგვეღო, მაგრამ ბოლოს მაინც გადავწყვიტეთ, რომ თუ თავგანწირვაა, ჯობს ისევ ცივილიზაციის ყველაზე დიდ მიღწევას შეეწირო ზვარაკად. მაგრამ ეს კარნავალი მიილევა. საცივიც იქნება, „ოჯახურიც“, გულ-სისხლძარღვთა ჩივილებისგან მიღებული ეგზისტენციური დარდები და სხვა მრავალი სამამულო კულტურული მემკვიდრეობა. ზოგიერთებს ნაყროვანების თანამდევი მოწყენილობაც შემოუტევს და მაშინ მაინც შენიშნავენ დედების, დების, ცოლების, ქალიშვილების ქანცგაწყვეტილ სახეებს. წაიკითხე მეტი...

    სტატიის ავტორი: ქეთო ნინიძე
    2020-01-16

    სრულად ნახვა
     
    ჭურის ღვინო და პოლიტიკოსები ჭურში / პუბლიკა
    ზუსტად ამ დღეებში, როგორც „ღვინის ტიპს“ მეგობარმა რაღაც ძველი, სულელური ვიდეო ჩამიგდო. თბილისის ახლანდელი მერი „ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში რომელიღაც სოფელში ხალხს უქადაგებს, ვის რად უნდა ჩვენი ღვინო ევროპაშიო. თუმცა მერე ვიღაცამ განმანათლა, ნურას უკაცრავად, ეგ ძველი ამბავია, ახლა კალაძე საგურამოსკენ მარანს აშენებსო. ეს კარგი.  უდავოა, კახიმ ჩაავლო „რა ბაზარია“ ბოლო დროს ღვინოში, მაგრამ იმას რაღა ვუყოთ, ორიოდე დღის წინ მთლად საქართველოს პრეზიდენტმა ომახიანად რომ გამოაცხადა, არ არსებობს, მსოფლიოში ღვინით გავითქვათ სახელიო?! წაიკითხე მეტი...

    სტატიის ავტორი: ქეთო ნინიძე
    2019-12-23

    სრულად ნახვა
     
    წითელი, ნახევრად ტკბილი / ლიბერალი
    ფაბულა. ლალალალალა ლალალა! ლალალალალა ლალალა! ლალალალალა-ა-ა-ა ლა, ლა, ლა, - გძე-ჟე ტი მაია სულიკო?! თვით ლექსის ავტორი, რა თქმა უნდა, ჯერ რიტმულ მონახაზს გაჩარხავდა და დაბალი შაირის სადაგ სხეულზე რომანტიკულ ან უფრო იკონოგრაფიულ ნაკვთებს ამოაქარაგმებდა. მალე ეს ირაციონალური ლტოლვა მოკისკასე გოგოების კაბის შრიალში, თუ ბაფთიანი გიტარის მსუბუქ ტერციებში ჩაიკარგებოდა. თუმცა ღიღინის ლაღ ზვირთებსაც მალე ბლანტი, ნახევრად ტკბილი სანტიმენტები გადაფარავს. შესრულების ეს მანერა, მოგუდული კრინით, რაღაცნაირი, პერვერტული აღტყინებით სუნთქავს. ეს არ არის ზესკნელში აჭრილი მეჩანგურეს სევდა ზუბოვკიდან მომავალი ხალიანი ქალის ან ნაადრევად წასული სატრფოს გამო. არც „ლეზგინკის“ მოცეკვავე ყმაწვილი ქალების კაბის არშიებში შემალული სასოწარკვეთაა. უფრო იმ იმპერატორის წუხილს ჰგავს, უზმოზე მირთმეული ნიმფების გამო რომ გულის მომსუყება იგრძნო. ამბავი ამბად საკმაოდ გაუგებარია. ვიცით მხოლოდ, რომ ქალი მკვდარია (იქნებ, სულაც, არაქათგაცლილს სიყვარულის სარეცელზე ამოხდა სული) და კაცი, გულამოსკვნილი, იმ ძველ დროს დასტირის. მჯიღებს იცემს ფოლადის მკერდზე. წაიკითხე მეტი...

    სტატიის ავტორი: ქეთო ნინიძე
    2018-10-06

    სრულად ნახვა
     
    გემოთაყვანებაი იგი / ლიბერალი
    მაისი გემოების თვეა. საკუთარი და სხვისი ახალი ღვინოების აღმოჩენის დრო. ჩვენც საკუთარი ქვევრებიდან დავიწყეთ და მივდექით ჯერ მეგობრების, მერე - ნაცნობ-უცნობების ღვინოებს, განუკითხავად წარმომავლობისა, კანის ფერისა და ასაკისა. კახურებს წელს ცეცხლი მოჰკიდებოდათ. შარშანდელი გვალვიანი მოსავლის შემდეგ რქაწითლებისა და ქისების ალკოჰოლი ზოგიერთი ზვრებიდან 16-საც კი ურტყამდა. ჩვენებიც საინტერესოები გამოდგნენ. ვინო მარტვილის ბიჭებმა (ჩემმა ქმარმა და მეგობრებმა) ახალ ღვინოებში გაცილებით ნაკლები ჭაჭა ჩართეს. ამიტომ შარშანდელ მოსავალთან შედარებით, 2017-ის ცოლიკოური და კრახუნა გაცილებით მხიარული, მსუბუქი და იმერულად მოჭიკჭიკე გამოუვიდათ. ასეთი ხალასი ღვინოები ამ ერთი წლის წინ კვალითში, არჩილ გუნიავასთან გავსინჯე და ძალიან კარგ ხასიათზე დამაყენა. ისე კი, თუ დავივიწყებთ, რომ მეტი ჭაჭა მეტი თავსატეხია, კახური მეთოდით დაყენებული იმერული ღვინოებიც არანაკლებ მიყვარს. ჩემთვის, დასავლეთის მაღალმჟავიანებში ტანინები გაცილებით საინტერესოა, ვიდრე ბევრი კახურისშემთხვევაში. ვინო მარტვილის ე.წ. პორტფოლიოს ახალი ღვინოებიდანგანსაკუთრებით საინტერესოდ თავი გაგვაცნო მსუბუქი სხეულის, ელეგანტურმაალადასტურმა როხიდან (ბაღდათი). ორბელური ოჯალეში კი, როგორც ყოველთვის, ნაადრევად დაბრძენებული ყმაწვილივით ჭკუადამჯდარი გამოდგა. წაიკითხე მეტი...

    სტატიის ავტორი: ქეთო ნინიძე
    2018-05-24

    სრულად ნახვა
     
    ბინა / ლიბერალი
    ზამთარი მიიწურა და საქმეები დახვავდა. დარები ისე წაეწყო, ჩვენს ეზოში იანვრის ბოლოს ალიბუხარმა იფეთქა. ეს ამბავი, ჩემი თბილისელი მეგობრებისგან განსხვავებით, მე უფრო მაშფოთებს, ვიდრე მახარებს. ათას რამეზე ვფიქრობ, რაზეც აქამდე არასდროს მიფიქრია - ფაროსანას გამრავლებიდან - საგვიანო ყინვებამდე. სანამ ვენახში საგაზაფხულო ოპერაციებს დავიწყებთ, ვცდილობთ, ტურისტული სეზონისთვის სამზადისი, რამდენადაც შესაძლებელია, ბოლომდე მივიყვანოთ. ვასრულებ დიდი კვლევა-ძიების შედეგად შექმნილ მენიუს, შევიმუშავებ ადამიანური რესურსის სწორად გამოყენების გეგმას. ხის ფანჩატურის ასაშენებლად ყოველდღიურად მოდიან ხელოსნები. კონსტრუქციის აგება დასრულდა. დარჩა მხოლოდ კრამიტით გადახურვა. საერთოდ, ჭარბი ეთნოგრაფიულობა და სიძველის დეტალებით გადატვირთული პასტიში ჩემი სტილი მაინცდამაინც, არ არის. ეს ფანჩატური კი ზომიერია, ზუსტად ერგება ოდის კარმიდამოს. აქაურობის მთავარი ხიბლი და გულწრფელი გზავნილი სტუმრების მიმართ უფრო ბუნებისადმი მეგობრული დამოკიდებულება, მასთან ურთიერთობის დავიწყებული ენის ძიებაა, ვიდრე - ძველი მეგრული, ეგზოტიკადქცეული, უფუნქციო რეკვიზიტები. წაიკითხე მეტი...

    სტატიის ავტორი: ქეთო ნინიძე
    2018-02-14

    სრულად ნახვა
     
    ამერ-იმერი ქუთაისში / ლიბერალი
    ღვინოვ, კახურო! ამას წინათ ერთმა ინტერნეტმედიამ ჩვენს ოჯახზე სტატია გამოაქვეყნა, ვაზისა და ღვინის სიყვარულით დედაქალაქიდან სამეგრელოში გადასახლდნენო. ასეთ დროს, ბუნებრივია, ცალი თვალი კომენტარებისკენ გაგირბის. ჩვეულებრივ, ეს ის მარჯვენა თვალია, რომელიც უნდა მოიკვეთო, რამეთუ ამ საქმიდან სიკეთე არ გამოვა. მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე ეგრე უიმედოდაც არ ყოფილა. ძალიან ბევრი ადამიანი წარმატებას გვისურვებდა, ზოგიც -  гвисурвебда. და როგორ შეიძლება ქართულ ენაზე მოთუხთუხე ვებგარემოში ამგვარი კეთილგანწყობის მიმართ გულგრილი დარჩე?! თუმცა აბსოლუტური ბედნიერება რომ არ არსებობს, აქაც გამოჩნდა, კომენტარებს ლაიტმოტივად გასდევდა, თქვე კაი ხალხო, თუ ვენახი და ღვინო გინდოდათ, სამეგრელოში რა მიგარბეინებდათო. ორი სიტყვით ამ ამბავზე მინდა მოგახსენოთ. ღვინოში „აზრზე მოსულები“  ძალიან ბევრს ხუმრობენ ხოლმე გურულებისთვის ერთობ საკრალურ, ფრთიან ფრაზაზე - „სუფთა ადესა“, რაც ნიშნავს კეთილსინდისიერად დადუღებულს, ოჯახურსა და შაქარგაურეველს. თუმცა უკვე ბევრგან დაიწერა და, ალბათ უკვე ოფიციალური ბახვიც  საქმის კურსში იქნება, რომ ადესასგან, ისევე როგორც ნებისმიერი ჰიბრიდული ჯიშისგან დაყენებული ღვინო, ჯანმრთელობისთვის  მავნებელი ყოფილა. ძაღლის თავი ფერმენტაციაშიაო, ამბობენ სწავლულნი, თორემ აბა ტკბილს და ფელამუშს რას ვერჩით. ჯანჯუხას, სწორედაც დააკვდებაო. წაიკითხე მეტი...

    სტატიის ავტორი: ქეთო ნინიძე
    2017-12-14

    სრულად ნახვა
     
    ხელქმნილი ღვინო შიშველი ხელებით / ლიბერალი
    აპრილის ბოლოს ღვინის ტურიზმის სეზონი ჩვენს ოდაში ფრანგმა სტუმრებმა გახსნეს. არაჩვეულებრივი მეღვინეები, ცოლ-ქმარი - პოლ და კრისტელ ესტევები გვეწვივნენ რონას რეგიონიდან ოჯახითა და მეგობრებითურთ. ვფიქრობ, პოლს საქართველო  უკეთ უნდა იცნობდეს. მის ღვინოებს MADLOBA  ჰქვია, რომლებსაც ისა და მისი მეუღლე მიწაში დაფლულ ტინახებში, ქვევრის მსგავს ჭურჭელში ამზადებენ. საქართველოში რამდენიმე დღით ვართ, ნემსებზე ვზივართო, ცოლ-ქმარმა, რადგან წლევანდელი აპრილი ყინვებს გვიქადისო. და მართლაც, რამდენიმე  დღეში დაიწყო და არასდროს დასრულდა ჯოჯოხეთი... სოციალური ქსელი აენთო ჩვენი ფრანგი მეგობრების აგიზგიზებული ვენახების ფოტოებით. სამწუხაროდ, ცეცხლის კერები უძლური აღმოჩნდა ძლიერი ყინვის წინააღმდეგ. თითქმის, ყველამ იზარალა მოსავალი, ზოგმა - მთლად ვენახები. აპრილის ყინვა ჩვენთვისაც არ არის უცხო. გაფრთხილება ჩემი ქმრის ვენახში შარშან მივიღეთ, როცა ბიჭებს პირველი არასრული მოსავალი უნდა მოეწიათ. ბევრი კითხვისა და გაკითხვის შემდეგ გავარკვიეთ, რომ ნაყოფის გაყინვა გარკვეულ ეტაპზე სულაც არ არის ცუდი, განსაკუთრებით მაშინ, თუკი მოსავალზე არ ხარ დამოკიდებული. მეტიც, ზოგი საგანგებოდ მიმართავს ამ ხერხს, რათა საკვები ნივთიერებები მთლიანად მცენარის გაძლიერებისკენ მიმართოს. ზაზა და მისი მეგორები წელს უკვე ტონანახევრამდე მოსავალს ელოდნენ, ამიტომ აპრილის მიწურულს დღეში რამდენჯერმე ვამოწმებდით ამინდის პროგნოზს. წაიკითხე მეტი...

    სტატიის ავტორი: ქეთო ნინიძე
    2017-06-16

    სრულად ნახვა
     
    Say Cheese, ანუ, ქართულად „ციიცქა“ / ლიბერალი, 23 მარტი, 2017
    სხვათა შორის, ჩვენი ლაბრადორის მეტისი, რომელიც აღმა-დაღმა დაეხეტებოდა პავლოვისა და ტაშკენტის კვეთაზე და ძაღლებისა და ჩვენი საერთო მეგობრების დახმარებით, არც მეტი, არც ნაკლები - ჩვენთან, მარტვილში ამოყო თავი, ბედნიერი ფეხის გამოდგა. მეორე დღესვე გვეწვივნენ ოჯახური ღვინის მოყვარულები და ჩემი 2015 წლის მოსავლის სამი ყუთი, ანუ 18 ბოთლი ღვინო დაუფიქრებლად იყიდეს, 2 ყუთიც წინასწარ დაიბევეს. ზედმეტ კეკლუცობად ნუ ჩამომართმევთ და 5 ყუთი ჩემი პირველი წლის ღვინოების ლამის მეოთხედია, ამიტომ სამახსოვრო ფოტოს რომ ვიღებდით, იმ წუთას გამიელვა, შევცდით, ძაღლისთვის ბროლია უნდა დაგვერქმია-მეთქი. მას შემდეგ ტომის დიდი მადლიერი ვარ. ამას წინათ რომელიღაც ვებწყაროზე საინტერესო კვლევას წავაწყდი - მადლიერების გრძნობა ტვინში ისეთ ჰორმონებს ააქტიურებს, რომელიც ათასი წელი და იმის იქით, დეპრესიას არ შეგყრითო. არ მინდა, ძალიან სასაცილოდ გამომივიდეს, მაგრამ ეპოქაში, რომელშიც სულიკოს რომანტიკული ძიება პოკემონისამ შეცვალა, მე ქათმებისაც მადლიერი ვარ (კი გამომივიდა იოსებ ნონეშვილის ლექსწყობით) - ყოველ საღამოს ვითვლი აქოთქოთებული დედლების მონაგარს და დილით ბავშვებს მზისფერ ყიყლიყოებს ვუბრაწავ. სპეციალისტობიდან დეპარტამენტის უფროსობამდე კარიერულ ზრდაზე მეტად  ნერგზე ამოყრილი მორჩის ზრდა, კვირტის გამოღება და ნაყოფის მომწიფება მახარებს. თითოეულ მოქმედებას სახელიც როგორი ხატოვანი და მეტაფორული აქვს, დიდი ემპათია და პატივისცემა რომ იგრძნობა - გაფურჩვნა, ცის გახსნა, ნამხრევის შეცლა, გადაწვენა, ვაზის ცრემლის გადმოდენა. წაგიკითხავთ ეთნოგრაფიული ჩანაწერები, კახელი გლეხი რომ ამბობს, ეს ვენახი „იგეთ მტევნებს გამოიღებდა, გეგონებოდა, ბალღებიაო“? ეგ ამბავია. წაიკითხე მეტი...

    სტატიის ავტორი: ქეთო ნინიძე
    2017-03-23

    სრულად ნახვა