კეთილი და პატიოსანი. ყველანი ავღელდით იმის აღმოჩენით, რომ ცივილიზაციის უმთავრესი მიღწევა არა კოსმოსური ხომალდები და დიდი გამოგონებები, არამედ ქართული სუფრა ყოფილა.

მართლაც, ამაზე საამოს რას მოისმენდნენ მამაკაცები, რომლებიც ამ საახალწლოდ, ერთი ახირებული მწერლისა არ იყოს, კოლექტიურად განეფინნენ მამულის კვამლში – მთელი  გულით, გონებითა და ნაღველით. კვამლში რა?! ოხშივარში. მართალია, ქალები კარგად ვერ მივხვდით, შეიძლებოდა თუ არა ეს უგზო-უკვლოდ სასიხარულო ამბავი კომპლიმენტად მიგვეღო, მაგრამ ბოლოს მაინც გადავწყვიტეთ, რომ თუ თავგანწირვაა, ჯობს ისევ ცივილიზაციის ყველაზე დიდ მიღწევას შეეწირო ზვარაკად.

მაგრამ ეს კარნავალი მიილევა. საცივიც იქნება, „ოჯახურიც“, გულ-სისხლძარღვთა ჩივილებისგან მიღებული ეგზისტენციური დარდები და სხვა მრავალი სამამულო კულტურული მემკვიდრეობა. ზოგიერთებს ნაყროვანების თანამდევი მოწყენილობაც შემოუტევს და მაშინ მაინც შენიშნავენ დედების, დების, ცოლების, ქალიშვილების ქანცგაწყვეტილ სახეებს.

წაიკითხე მეტი...

სტატიის ავტორი ქეთო ნინიძე, 2020-01-16