×
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • მისია
  • პრესა
  • მენიუ 2024
  • პარტნიორები
  • ბლოგი
  • კონტაქტი
  • oda

    ღვინოვკახურო! ამას წინათ ერთმა ინტერნეტმედიამ ჩვენს ოჯახზე სტატია გამოაქვეყნა, ვაზისა და ღვინის სიყვარულით დედაქალაქიდან სამეგრელოში გადასახლდნენო. ასეთ დროს, ბუნებრივია, ცალი თვალი კომენტარებისკენ გაგირბის. ჩვეულებრივ, ეს ის მარჯვენა თვალია, რომელიც უნდა მოიკვეთო, რამეთუ ამ საქმიდან სიკეთე არ გამოვა. მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე ეგრე უიმედოდაც არ ყოფილა. ძალიან ბევრი ადამიანი წარმატებას გვისურვებდა, ზოგიც -  гвисурвебда. და როგორ შეიძლება ქართულ ენაზე მოთუხთუხე ვებგარემოში ამგვარი კეთილგანწყობის მიმართ გულგრილი დარჩე?! თუმცა აბსოლუტური ბედნიერება რომ არ არსებობს, აქაც გამოჩნდა, კომენტარებს ლაიტმოტივად გასდევდა, თქვე კაი ხალხო, თუ ვენახი და ღვინო გინდოდათ, სამეგრელოში რა მიგარბეინებდათო.

    ორი სიტყვით ამ ამბავზე მინდა მოგახსენოთ.

    ღვინოში „აზრზე მოსულები“  ძალიან ბევრს ხუმრობენ ხოლმე გურულებისთვის ერთობ საკრალურ, ფრთიან ფრაზაზე - „სუფთა ადესა“, რაც ნიშნავს კეთილსინდისიერად დადუღებულს, ოჯახურსა და შაქარგაურეველს. თუმცა უკვე ბევრგან დაიწერა და, ალბათ უკვე ოფიციალური ბახვიც  საქმის კურსში იქნება, რომ ადესასგან, ისევე როგორც ნებისმიერი ჰიბრიდული ჯიშისგან დაყენებული ღვინო, ჯანმრთელობისთვის  მავნებელი ყოფილა. ძაღლის თავი ფერმენტაციაშიაო, ამბობენ სწავლულნი, თორემ აბა ტკბილს და ფელამუშს რას ვერჩით. ჯანჯუხას, სწორედაც დააკვდებაო.

    წაიკითხე მეტი...

    სტატიის ავტორი ქეთო ნინიძე, 2017-12-14