×
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • მისია
  • პრესა
  • მენიუ 2024
  • პარტნიორები
  • ბლოგი
  • კონტაქტი
  • oda
    • “დეგუსტაცია
    • “დეგუსტაცია
    • “დეგუსტაცია
    • “დეგუსტაცია
    • “დეგუსტაცია
    • “დეგუსტაცია
    • “დეგუსტაცია

    დეგუსტაცია ქეთოსთან ერთად 2024

    70

    გაზიარება:

    მენიუ განკუთვნილია ღვინის პროფესიონალთათვის, აგრეთვე იმ მოგზაურებისათვის, ვისაც სურს, შედარებით სიღრმისეულად გაეცნოს დასავლეთ საქართველოს ნაცნობი, თუ უცნობი ტერუარების, ვაზის ადგილობრივი, ენდემური ჯიშების მოსავლებისგან დაყენებულ ბუნებრივ ღვინოებს. ღვინის დეგუსტაციას უძღვება საოჯახო მარან „ოდას“ დამფუძნებელი, ღვინის მწერალი, ესეისტი ქეთო ნინიძე.
    ღვინის დეგუსტაციის პარალელურად ქეთო ნინიძე ისაუბრებს სამეგრელოს მევენახეობა-მეღვინეობის მივიწყებულ, უნიკალურ ტრადიციებზე, დეგუსტაციაზე წარმოდგენილი ღვინოების თავისებურებებზე, მეგრული ვაზის იშვიათი, ენდემური ჯიშების აღდგენის  მცდელობებსა და საოჯახო მარნის, „ოდას“ ადგილზე სამეგრელოს მევენახეობა-მეღვინეობის უახლეს ისტორიაში;
    • მენიუ მოიცავს 6  ჭიქა, სადეგუსტაციო პორცია (80 მლ.) ღვინოს;
    • შეთავაზება მოიცავს ტურს ვენახსა და მარანში; 
    • ტურისა და დეგუსტაციის ხანგრძლივობა - 1,5-2 საათი;

    ფასები:

    • 8 - 16 სტუმარი - 60 ლარი (ფასი პერსონაზე);
    • 3-7 სტუმარი - 70 ლარი (ფასი პერსონაზე);
    • 1 ან 2 სტუმარი - 200 ლარი (ფასი ჯგუფზე);
    • 16+ სტუმრის შემთხვევაში, პარტნიორი კომპანიებისათვის იმოქმედებს დამატებითი ფასდაკლება.

    თეთრი
    1. ცოლიკოური 2023. თეთრი, მშრალი.
    იმერეთი, სოფ. ბანგვეთი (გორდი, ხონი).
    დადუღებული და დავარგებულია ბუნებრივად, უდედოდ, ქვევრში.
    ღვინო დაყენებულია ორგანული ვენახის მოსავლისგან, დანამატების გარეშე. 

     

    ქარვისფერი
    2. ცოლიკოური 2023. ქარვისფერი, მშრალი. 
    სამეგრელო, სოფ. ჭაბურთა (ნახუნავო, მარტვილი). 
    დადუღებულია ბუნებრივად, ქვევრში, ხანმოკლე მაცერაციით. დავარგებულია უდედოდ, ქვევრში 7 თვით.
    ღვინო დაყენებულია ორგანული ვენახის მოსავლისგან, დანამატების გარეშე. 

     

    ვარდისფერები
    3. შიშველი ოჯალეში 2022. ვარდისფერი, მშრალი.
    სამეგრელო, სოფ. თარგამეული (თამაკონი, მარტვილი).
    დადუღებული და დავარგებულია ბუნებრივად, უდედოდ. დავარგებულია უჟანგავი ფოლადის რეზერვუარში.
    ღვინო დაყენებულია ორგანული ვენახის მოსავლისგან, დანამატების გარეშე. 

    4. შუშის კედელი 2023. ვარდისფერი, მშრალი. სამეგრელო, სოფ. თარგამეული (თამაკონი, მარტვილი) /ლეჩხუმი, სოფ. ლეშკედა (სპათაგორი, ცაგერი).
    ჯიშური შემცველობა - ოჯალეში, ცოლიკოური. დადუღებულია ბუნებრივად, ქვევრში, უდედოდ. დავარგებულია ქვევრში.
    ღვინო დაყენებულია ორგანული ვენახის მოსავლისგან, დანამატების გარეშე. 

     

    წითელი
    5. მარო 2023. წითელი, მშრალი.
    იმერეთი, სოფ. როხი (ბაღდათი), რაჭა, სოფ. ბოსტანა (ამბროლაური). 
    ჯიშური შემცველობა - ალადასტური, ცოლიკოური, ძელშავი. დადუღებულია ბუნებრივად, ქვევრში, ძელშავის ჭაჭაზე ხანმოკლე მაცერაციით, დავარგებულია უდედოდ, ქვევრში, 6 თვით. 
    ღვინო დაყენებულია ორგანული ვენახის მოსავლისგან, დანამატების გარეშე.  

    6. ოჯალეში 2023. წითელი, მშრალი. სამეგრელო, სოფ. თარგამეული (თამაკონი, მარტვილი).
    დადუღებულია ბუნებრივად, ქვევრში, სრულ ჭაჭაზე.
    ღვინო დაყენებულია ორგანული ვენახის მოსავლისგან, დანამატების გარეშე.  

    ფასი
    70
    ნანახია
    38672