მეგრული სადილი 2024
სადილის სტანდარტული მენიუ აერთიანებს მეგრული სამზარეულოს ყველაზე პოპულარულ (must-eat) კერძებსა და მათთან გემოვნურად შეხამებულ ღვინოებს.
- მენიუ მოიცავს 7 თავ (გასაზიარებელ) კერძსა და 3 ჭიქა, სადეგუსტაციო პორცია (80 მლ.) ღვინოს;
- მენიუ მოიცავს მარტვილის ორგანულ ჩაის / ყავას, მთის წყლის, მინაში ბოთლირებულ წყალსა და თონეში გამომცხვარ პურს;
- ლანჩის ხანგრძლივობა - 2 საათი;
ფასები:
- 11 - 20 სტუმარი - 70 ლარი (ფასი პერსონაზე);
- 4-10 სტუმარი - 80 ლარი (ფასი პერსონაზე);
- 1-3 სტუმარი - 200 ლარი (ფასი ჯგუფზე);
- 21+ სტუმრის შემთხვევაში, პარტნიორი კომპანიებისათვის იმოქმედებს დამატებითი ფასდაკლება;
ფასები თანმხლები პირებისთვის (გიდები, მძღოლები):
- 5+ სტუმართან ერთად - 15 ლარი
- 1-4 სტუმართან ერთად - 40 ლარი
მადისაღმძვრელი
1. ტყლაპის ხვეულები ნიგვზიანი ლობიოს პასტით, ჩვენი ბაღის ცინცხალ მწვანილეულთან ერთად;
2. ბჟა - პიტნიანი ნადუღით დატენილი კოხტა გებჟალიები, წარმოდგენილი ყვალმინთას სუნელთან ერთად, ხრაშუნა მჭადებზე;
სალათი, კვერი
3. ყვალამ კვარები (ყველიანი კვერები) სეზონური ბოსტნეულის / მწვანილეულის გარნირით;
გამომცხვარი
4. ფუმფულა, ყუათიანი, მეგრული ხაჭაპური;
მთავარი კერძი
5. ქათმის (/ვეგეტარიანული) საცივი სოფლურად, ცოცხალი მწვანილებით;
ღომის თემაზე
6. დაფაზე მწყემსურად გაშლილი ელარჯი, მეგრული აჯიკებით;
დესერტი
7. ნადუღის ჰაეროვანი მუსი, მსხლიანი მჭადის ფუჩხოლიათი.
ღვინოები
ცოლიკოური 2023
თეთრი, მშრალი,
ქვევრი.
იმერეთი, სოფ. გორდი.
საოჯახო მარანი „ოდა“.
ირინა 2020
ცოლიკოური, ორბელური ოჯალეში
ვარდისფერი, მშრალი
უჟანგი რეზერვუარი
სამეგრელო (ჭაბურთა), ლეჩხუმი (ორბელი)
საოჯახო მარანი „ოდა“.
გაძღირკია 2023
ძელშავი, ორბელური ოჯალეში
წითელი, მშრალი.
ქვევრი.
რაჭა, სოფ. ბოსტანა, ლეჩხუმი, სოფ. ორბელი.
საოჯახო მარანი „ოდა“.