×
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • მისია
  • პრესა
  • პარტნიორები
  • ბლოგი
  • კონტაქტი
  • oda
    • “ღვინის
    • “ღვინის
    • “ღვინის
    • “ღვინის
    • “ღვინის
    • “ღვინის
    • “ღვინის

    ღვინის დეგუსტაცია ოდას დამფუძნებელთან ერთად 2023

    70

    გაზიარება:

    მენიუ განკუთვნილია ღვინის პროფესიონალთათვის, აგრეთვე იმ მოგზაურებისათვის, ვისაც სურს, შედარებით სიღრმისეულად გაეცნოს დასავლეთ საქართველოს ნაცნობი, თუ უცნობი ტერუარების, ვაზის ადგილობრივი, ენდემური ჯიშების მოსავლებისგან დაყენებულ ბუნებრივ ღვინოებს. ღვინის დეგუსტაციას უძღვება საოჯახო მარან „ოდას“ დამფუძნებელი, ღვინის მწერალი, ესეისტი ქეთო ნინიძე.
    ღვინის დეგუსტაციის პარალელურად ქეთო ნინიძე ისაუბრებს სამეგრელოს მევენახეობა-მეღვინეობის მივიწყებულ, უნიკალურ ტრადიციებზე, დეგუსტაციაზე წარმოდგენილი ღვინოების თავისებურებებზე, მეგრული ვაზის იშვიათი, ენდემური ჯიშების აღდგენის  მცდელობებსა და საოჯახო მარნის, „ოდას“ ადგილზე სამეგრელოს მევენახეობა-მეღვინეობის უახლეს ისტორიაში;
    • მენიუ მოიცავს 6  ღვინოს (90 მლ.);
    • შეთავაზება მოიცავს ტურს ვენახსა და მარანში; 
    • ტურისა და დეგუსტაციის ხანგრძლივობა - 1,5 საათი;

    ფასები:

    • 8 - 16 სტუმარი - 60 ლარი (ფასი პერსონაზე);
    • 3-7 სტუმარი - 70 ლარი (ფასი პერსონაზე);
    • 1 ან 2 სტუმარი - 200 ლარი (ფასი ჯგუფზე);
    • 16+ სტუმრის შემთხვევაში, პარტნიორი კომპანიებისათვის იმოქმედებს დამატებითი ფასდაკლება.

    თეთრი
    1. ცოლიკოური 2022. თეთრი, მშრალი. ლეჩხუმი, სოფ. ორბელი (ცაგერი).
    დადუღებულია ჭაჭის გარეშე, ბუნებრივად, უჟანგავი ფოლადის რეზერვუარში.
    ღვინო დაყენებულია ორგანული ვენახის მოსავლისგან, დანამატების გარეშე. 

    ქარვისფერი
    2. ცოლიკოური 2022. ქარვისფერი, მშრალი. სამეგრელო, სოფ. ჭაბურთა (მარტვილი).
    დადუღებულია ბუნებრივად, ქვევრში, უდედოდ. დავარგებულია ქვევრში 7 თვით.
    ღვინო დაყენებულია ორგანული ვენახის მოსავლისგან, დანამატების გარეშე. 

    ვარდისფერი
    3. ორბელური ოჯალეში 2021. ვარდისფერი, მშრალი. ლეჩხუმი, სოფ. ორბელი (ცაგერი).
    დადუღებულია ბუნებრივად, ქვევრში, უდედოდ. დავარგებულია 5 თვით, ქვევრში. 
    ღვინო დაყენებულია ორგანული ვენახის მოსავლისგან, დანამატების გარეშე. 

    4. შიშველი ოჯალეში 2022. ვარდისფერი, მშრალი. სამეგრელო, სოფ. თარგამეული (მარტვილი).
    დადუღებული და დავარგებულია ბუნებრივად, ქვევრში, უდედოდ. დავარგებულია ქვევრში 5 თვით.
    ღვინო დაყენებულია ორგანული ვენახის მოსავლისგან, დანამატების გარეშე. 

    წითელი
    5. ძელშავი 2021. წითელი, მშრალი. რაჭა, სოფ. ბოსტანა (ამბროლაური). 
    დადუღებულია ბუნებრივად, ქვევრში, სრულ ჭაჭაზე, დავარგებულია ქვევრში, 6 თვით. 
    ღვინო დაყენებულია ორგანული ვენახის მოსავლისგან, დანამატების გარეშე.  

    6. ორბელური ოჯალეში 2022. წითელი, მშრალი. ლეჩხუმი, სოფ. ორბელი (ცაგერი). 
    დადუღებულია ბუნებრივად, ქვევრში, სრულ ჭაჭაზე, დავარგებულია ქვევრში, 6 თვით. 
    ღვინო დაყენებულია ორგანული ვენახის მოსავლისგან, დანამატების გარეშე.  

    ფასი
    70
    ნანახია
    27688