×
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • მისია
  • პრესა
  • მენიუ 2022
  • ბლოგი
  • კონტაქტი
  • oda
    • “მეგრული

    მეგრული გამოცდილება 2022

    180

    გაზიარება:

    • მეგრული გამოცდილება არა ცალკეულ აქტივობათა მექანიკური ჯამია, მაგალითად, პოპულარული რეგიონული კერძების მომზადება, ღვინის დეგუსტაცია, თუ ფოლკლორის მოსმენა, არამედ - მეგრულ კულტურასა და ყოფასთან, როგორც მთლიან, დაუშლელ გამოცდილებასთან თანაზიარობა. ამ სამყაროში მთავარი მოქმედი გმირები, რეგიონული კულტურის მეგზურები, ცხადია, ადგილობრივი მეგრელები არიან;
    • მეგრულ გამოცდილებას სტუმრები ეზიარებიან ადგილობრივთა მიერ მოთხრობილი ამბების მოსმენით, მათთან ერთად კერძების მომზადებით, ამავე კერძების მეგრულ ღვინოებთან ერთად დაჭაშნიკებით, მეგრული ფოლკლორული სიმღერებისა და სადღეგრძელოების გაცნობით, მეგრულ სუფრასა და სხვა გასტრო რიტუალებში თანამონაწილეობით;
    • მეგრული გამოცდილების ფარგლებში სტუმრები ადგილობრივ მზარეულებთან ერთად ავთენტური წესით მოამზადებენ მივიწყებულ, მათ შორის, სარიტუალო მეგრულ კერძებს - გაძღირკიას ბურთებს, ჩაჩამუტა ჭკიდებს, ფაცხაში ცეცხლზე შეწვავენ წკირზე აცმულ წიწილს, ჩანაყავენ კაჭაბის, ბაჟასა და აჯიკის საწბელებს, ამოიყვანენ სულგუნს, გაწელავენ და ტაბაკაზე გაშლიან ელარჯს;
    • მენიუ აერთიანებს 6 თავ კერძს, რომელსაც სტუმრები მასპინძელთა მითითებების მიხედვით, თვითონ ამზადებენ და „ოდას“ 3 ღვინოს;
    • თუკი სადილის მენიუები თანამედროვე სტილითაა სერვირებული, მეგრული სამზარეულოს მენიუს კერძები სუფრასთან ავთენტური ფორმით იქნება მოწოდებული - ხის გობებით, თიხის კეცებით, თასებით, თუ - ხის ტაბაკაზე, მწყემსურად;
    • გამოცდილების ხანგრძლივობა - 4 საათი;
    • ფასი პერსონაზე - 180 GEL (5+ სტუმრის შემთხვევაში);
    • სტუმრების მაქსიმალური რაოდენობა - 20 პერსონა;
    • პარტნიორებისთვის მოქმედებს ფასდაკლება 10+ სტუმრის შემთხვევაში.

    გაძღირკიას გუნდები ქვიჯაში მომზადებულ კაჭაბთან და ჩვენს ფაცხაში შებოლილ სულგუნთან ერთად, მორთმეული ავთენტური ფორმით - ხის გობზე;


    ჩვენი ბოსტნის ნობათის ცინცხალი სალათი წითელ აჯიკასა და მზესუმზირის ზეთში;

    ღვინის შეხამება:
    ნახუნაოს ცოლიკოური 2021. ქარვისფერი, მშრალი. 
    დადუღებული და დავარგებულია უდედოდ, ქვევრში, 6 თვით. 
    სამეგრელო, მარტვილი, სოფ. ჭაბურთა.

    ღვინის შეხამება:
    თარგამეულის ცოლიკოური 2021. ქარვისფერი, მშრალი. 
    დადუღებულია სრულ ჭაჭაზე, ქვევრში. დავარგებულია ქვვევრში 6 თვით. 
    სამეგრელო, მარტვილი, თარგამეული.

    საბუდარიდან აღებული, ახალი კვერცხი, ბაჟას საწბელში ჩაფშვნილი ჩაჩამუტა ჭკიდის ფუჩხოლია;

    წკირზე აცმული, ფაცხაში შუაცეცხლზე შემწვარი წიწილი, ცხარე აჯიკებთან ერთად მორთმეული;

    ღვინის შეხამება: 
    თარგამეულის ოჯალეში 2021. წითელი, მშრალი. 
    სამეგრელო, სოფ. თარგამეული (თამაკონის თემი). ტეხურის ხეობა. საოჯახო მარანი „ოდა“
    დადუღებულია სრულ ჭაჭაზე, ქვევრში.
    ლალისფერი, ახალგაზრდა, ელეგანტური ღვინო.

    ხის ტაბაკაზე მწყემსურად გაშლილი  თბილი ელარჯი თაფლის ფიჭით. 

    ფასი
    180
    ნანახია
    19920