×
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • მისია
  • პრესა
  • პარტნიორები
  • ბლოგი
  • კონტაქტი
  • oda
    • “ღვინისა
    • “ღვინისა
    • “ღვინისა
    • “ღვინისა
    • “ღვინისა

    ღვინისა და კერძის შეხამება 2024

    40

    გაზიარება:

    მენიუ, უმეტესად, განკუთვნილია მოგზაურებისთვის, რომლებიც კარგად არ იცნობენ დასავლეთ საქართველოს ღვინოებს და სურთ, ერთი მხრივ, ღვინის, მეორე მხრივ კი - ღვინისა და რეგიონული სამზარეულოს შეხამებით გაეცნონ დასავლეთ საქართველოს, განსაკუთრებით კი - სამეგრელოს გასტრონომიულ კულტურას. 

    • მენიუ მოიცავს 4  ჭიქა (სადეგუსტაციო პორცია - 80 მლ.) ღვინოსა და მათთან გემოვნურად შეხამებულ 4 მეგრულ კერძს (სადეგუსტაციო პორცია);
    • სტუმრებს დაურიგდებათ ბარათები, ღვინოებისა და კერძების შესახებ ინფორმაციით (ქართულ / ინგლისურ ენაზე);
    • დეგუსტაციის ხანგრძლივობა - 1 საათი;
    • ჯგუფის წევრთა მინიმალური რაოდენობა - 3 პერსონა;

    ფასი პერსონაზე - 40 ლარი 
    18-ზე მეტი სტუმრის შემთხვევაში, პარტნიორი კომპანიებისათვის იმოქმედებს ფასდაკლება.


    თეთრი
    1. ცოლიკოური 2023. თეთრი, მშრალი. იმერეთი, სოფ. ბანგვეთი (ხონი).
    დადუღებულია ჭაჭის გარეშე, ბუნებრივად, ქვევრში.
    ღვინო დაყენებულია ორგანული ვენახის მოსავლისგან, დანამატების გარეშე. 

    კერძის შეხამება
    გებჟალიას ქორფა ხვეულა პიტნიანი ნადუღით.

     

    ქარვისფერი
    ცოლიკოური 2023. ქარვისფერი, მშრალი. ლეჩხუმი, სოფ. ლეშკედა (ცაგერი).
    დადუღებულია ბუნებრივად, მესამედ ჭაჭაზე, დავარგებულია უდედოდ, ქვევრში, 6 თვით.
    ღვინო დაყენებულია ორგანული ვენახის მოსავლისგან, დანამატების გარეშე. 

    კერძის შეხამება
    სეზონური, ხასიათიანი, ნიგვზიანი ფხალის გუნდა ხრაშუნა ჭვიშტარზე.

     

    ვარდისფერი
    3. ირინა 2022. ვარდისფერი, მშრალი. სამეგრელო, სოფ. ჭაბურთა (მარტვილი), ლეჩხუმი, სოფ. ორბელი (ცაგერი).
    ჯიშური შემადგენლობა: ცოლიკოური, ორბელური ოჯალეში. 
    დადუღებულია ბუნებრივად, უდედოდ, ქვევრში; დავარგებულია ბუნებრივად, უდედოდ უჟანგავი ფოლადის რეზერვუარში.
    ღვინო დაყენებულია ორგანული ვენახის მოსავლისგან, დანამატების გარეშე. 

    კერძის შეხამება
    ქათამი ბაჟას საწბელში, თბილ, ფუმფულა მჭადზე.

     

    წითელი
    4. ძელშავი 2022. წითელი, მშრალი. რაჭა, სოფ. ბოსტანა (ამბროლაური). 
    დადუღებულია ბუნებრივად, ქვევრში, სრულ ჭაჭაზე, დავარგებულია უდედოდ, ქვევრში, 6 თვით. 
    ღვინო დაყენებულია ორგანული ვენახის მოსავლისგან, დანამატების გარეშე.  

    კერძის შეხამება
    კუჭმაჭის პასტა ნარგილეფ (გაცივებული) ღომის მობრაწულ ფირფიტაზე.

    ფასი
    40
    ნანახია
    30329