×
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • მისია
  • პრესა
  • მენიუ 2022
  • ბლოგი
  • კონტაქტი
  • oda
    • “მეგრული
    • “მეგრული
    • “მეგრული
    • “მეგრული
    • “მეგრული
    • “მეგრული
    • “მეგრული
    • “მეგრული
    • “მეგრული

    მეგრული სადილის სრულყოფილი მენიუ 2022

    100

    გაზიარება:

    • მენიუს შეკვეთის შემთხვევაში სტუმრებს მასპინძლობს საოჯახო მარან „ოდას“დამფუძნებელი, ღვინის მწერალი და ესეისტი, ქეთო ნინიძე;
    • მენიუს შეკვეთის შემთხვევაში სტუმრები, მასპინძელთან ერთად, ესტუმრებიან ოდას მარანსა და ვენახს. ქეთო ნინიძე ისაუბრებს სამეგრელოს მევენახეობა-მეღვინეობის მივიწყებულ, უნიკალურ ტრადიციებზე, მეგრული ვაზის იშვიათი, ენდემური ჯიშების აღდგენის ისტორიასა და საოჯახო მარნის, „ოდას“ ადგილზე სამეგრელოს მევენახეობა-მეღვინეობის უახლეს ისტორიაში;
    • მენიუ აერთიანებს 6 თავ, ინდივიდუალურად სერვირებულ კერძს (იხილეთ მენიუ), ძველი მეგრული სამზარეულოს უცნობ მოტივებზე;
    • მენიუ აერთიანებს ოდას 3 იშვიათ, ბუნებურ ღვინოს (იხილეთ მენიუ);
    • მენიუში შედის ოდას ლიმონათი, ბოთლირებული წყაროს წყალი, დედა საფუარზე მომზადებული პური, 
      მარტვილის ორგანული ჩაი;
    • მასპინძლობის ხანგრძლივობა - 3 საათი;
    • ფასი პერსონაზე - 100 GEL (3+ სტუმრის შემთხვევაში), 150 GEL (2 ან 3 სტუმრის შემთხვევაში);
    • ტურისტული გიდებისა და მძღოლებისთვის ფასი პერსონაზე - 30 GEL (5+ სტუმრის შემთხვევაში), 50 GEL (5-ზე ნაკლები სტუმრის შემთხვევაში);
    • სტუმრების მაქსიმალური რაოდენობა - 20 პერსონა.
    • პარტნიორებისთვის მოქმედებს ფასდაკლება 15+ სტუმრის შემთხვევაში.

    "ხუთი ლუკმა სამეგრელო"
    ლუკმები, რომლებიც მეგრული სამზარეულოს ძირითად გემოებს გაგაცნობთ - პიტნით შეკმაზულ ნადუღს, ხმელ ლობიოს კოხას სანელებლით, ნიგვზიან კაჭაბს, მწვანე აჯიკას, გაწურულ მაწონს წითელი აჯიკით, მარტვილის სულგუნს, შებოლილს ჩვენს ფაცხაში.

    ღვინის შეხამება: 
    ცოლიკოური 2021. თეთრი, მშრალი. 
    იმერეთი, გორდი.
    დადუღებული და დავარგებული უდედოდ. 
    მსუბუქი, ხალასი,  აპერიტივი ღვინო.

    გებჟალიას ქათქათა სუპი
    ჭყინტი სულგუნი აფხაზური ძრძის ხალასი გულსართითა და ჩვენი ქათმის კვერცხით, მაწვნის ცივ-ცივ, ტიბუს მოტივებზე შენელებულ წვნიანში. 

    ლეჭკერეს მადისაღმძვრელი ჩაჩამუტა ჭკიდებით
    ნიგვზითა და თაფლით შეკმაზული, ფერმენტირებული კეჟერას ბოლქვი, აჯიკით შენელებულ ნადუღთან ერთად, ახლადამომცხვარ, თბილ მჭადებზე მორთმეული.

    გაძღირკიას სალათი 
    ჭინჭრის წვანერის (მხლის) გუნდა, ქორფა ხაჯიასთან (ბარდა),  ბაჟას საწბელში ამოვლებულ, გრილზე გამომცხვარ ქათმის მკერდთან და ნარგილაშა ელარჯის შეფიცხებულ ნაჭრებთან ერთად;

    ღვინის შეხამება:
    ორბელური ოჯალეში 2021. ვარდისფერი, მშრალი. 
    ლეჩხუმი, სოფ. ორბელი. ლაჯანურის ხეობა, ზ.დ. 700 მ. 
    დადუღებული და დავარგებული უდედოდ, ქვევრში, 6 თვით. 
    მინერალური, მლაშე, ველური კენკრის ხასიათით გამორჩეული ღვინო.

    ღომი და ხარჩო მარტვილის ხურმის ჩირის სამკაულით
    ცხელ ღომთან მორთმეული ყუათიანი, არომატული მეგრული ხარჩო, ხრაშუნა ხახვთან და ტაფაზე მობრაწულ პომიდორთან ერთად, მარტვილის ხურმის ჩირით მოჩითული.

    ღვინის შეხამება: 
    ოჯალეში 2021. წითელი, მშრალი. 
    სამეგრელო, სოფ. თარგამეული (თამაკონის თემი). ტეხურის ხეობა. 
    დადუღებულია სრულ ჭაჭაზე, ქვევრში. 
    ლალისფერი, ახალგაზრდა, ელეგანტური ღვინო. 

    ტორტი მეგრულ მოტივებზე
    თაფლიანი ღომისა და ფელამუშის ტორტი, მსხლიანი მჭადის ქრამბლით.

    მარტვილის ორგანული ჩაი

    ფასი
    100
    ნანახია
    21523